დღეს, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა დამენიამ, თანაგუნდელებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კანდიდატად გოდერძი კუკავა წარუდგინა.
„ლაშა დამენიას ინფორმაციით, ერთი თვის უკან „ევროპულმა საქართველომ“ შესთავაზა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რათა შემდგარიყო კონსულტაციები და ერთიანი კანდიდატი დაესახელებინათ, მაგრამ მათ არავინ გამოხმაურებიათ. ამიტომაც, “ევროპულმა საქართველომ” მიიღო გადაწყვეტილება, გოდერძი კუკავა წარადგინოს ცაიშის ოლქში ადგილობრივი არჩევების მაჟორიტარობის კანდიდტად. გოდერძის აქვს გამოცდილება, მან ერთხელ უკვე დაამარცხა „ქართული ოცნება“ და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კვლავ დაამარცხოს „ქართული ოცნება“ ცაიშის ადგილობრივ არჩევნებში. ჩვენ არ მივცემთ იმის ფუფუნებას ხელისუფლებას, რომ იყოს უალტერნატივო კანდიდატები წარმოდგენილი, რომელიმე საარჩევნო უბანში ნებისმიერი არჩევნების დროს. „ევროპული საქართველო“ ყველგან იბრძოლებს არჩევნების გზით დაამარცხოს ქართული ოცნება და გაუშვას სახლში“. ლაშა დამენიას განმარტებით, გოდერძი კუკავა საკმაოდ ავტორიტეტულია სოფელ ცაიში, აქვს გამოცდილება საკრებულოში მუშაობის, ბევრი რამ აქვს გაკეთებული, მისი გვერდში დგომა ახსოვთ ცაიშის მოსახლეობას. ცაიში გამოკითხებიდანაც ყველა მხარს უჭერს გოდერძი კუკავას კანდიდატურას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=hV7ySMeVQ9k[/embedyt]
რაც შეეხება, წარდგენილ კანდიდატს, გოდერძი კუკავას, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.