- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების უფროს ანზორ ქობალიას, ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ნანა ოდიშარიას და ცენტრის თანამშრომლოებს შეხვდა. მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა მოისმინა რეგიონში COVID19-თან დაკავშირებით, ჩატარებული სამუშაოები, გაეცნო სტატისტიკურ ინფორმაციას და დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. “მინდა მადლიერება გამოვხატო დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობისთვის. ფასდაუდებელია თქვენი წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში და დაავადებების აქტიურ გამოვლენაში. ჩვენი ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყანაში ეპიდემიის შეჩერებისკენ. ძალიან მიხარია, რომ დაწესებულ შეზღუდვებს სამეგრელოს მოსახლეობა გაგებით ეკიდება. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ პანდემიასთან ბრძოლაში განსაკუთრებული როლი ეპიდემიოლოგიურ სამსახურს ეკისრება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, ყველაფერი დალაგდება და ნორმალური ცხოვრების რიტმი მალე დაგვიბრუნდება. ჩვენი ერთობით ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ დავამარცხოთ კორონა ვირუსი და მოვიგოთ ეს ბრძოლა”, განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.
დაავადებათა კორტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ მადლობა გადაუხადა ედიშერ თოლორაიას ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის დაფასებისთვის და პირველი დღიდანვე აქტიური ჩართულობისთის COVID-19 -თან ბრძოლაში. “მადლობა, რომ აფასებთ ჩვენს შრომას, რაც გვაძლევს მეტ მოტივაციას ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გლობალურ გამოწვევას”. – განაცხადა ანზორ ქობალიამ