ამირან გამყრელიძე-არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან


  • დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს, ეკლესიებში არ წავიდნენ და ხელი არ შეუწყონ ვირუსის ქაოტურ გავრცელებას, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვება. ამის შესახებ განცხადება ამირან გამყრელიძემ “დღის კურიერში” გააკეთა:

“ჩვენ ბოლო 3 დღეში 2 დიდი ნახტომი გავაკეთეთ ეპიდემიის განვითარების მრუდზე, ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ შიდა გავრცელება უფრო მეტია, ვიდრე იდენტიფიცირებულია, ამიტომ საშიშროება კიდევ მეტია, ვიდრე ჩვენ ამას ვითავისებთ. ბატონი პაატას სიტყვები სიმართლეს შეესაბამება. თუ ოდნავ მოვეშვით, რაც მეტად მოსალოდნელია მომავალი 4 დღის განმავლობაში, ქცევის რეჟიმის მოშვება  შეიძლება ავიჭრათ 5, 7 ან 8 ათას შემთხვევაზე.ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტი იქნება, ეს არ გამოჩნდება მე-2, მე-3 დღეს, ეს თავის შედეგს 5 დღის შემდეგ მოგვცემს.

ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ეს მოწოდება, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ილოცებენ მამაოები, მღვდელმთავრები, ჩვენ ვიქნები პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას,  ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!