დღეს საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 15:00-დან 23:00-მდე მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება


  • დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში “ახალი წლის დღეების” ფარგლებში გასამართ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 15:00-დან 23:00-მდე მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველა მიმართულებით უფასო იქნება.

მოეწყობა სხვადასხვა დეკორაციები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ღონისძიება 16:00 საათიდან დაიწყება.

საღამოს კი საზეიმოდ ნაძვის ხე აინთება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × one =

Akismet ანტისპამი