- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე დაიღუპნენ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
