- ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს, 19 თებერვალს, მუნიციპალური ტრანსპორტი არცერთი მიმართულებით არ იმოძრავებს.
“მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია თვალ-ყურს ადევნებს ამინდის ცვალებადობას და სინოპტიკოსების რეკომენდაციების გათვალისწინებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მომდევნო დღეებში კონკრეტულ ლოკაციებზე შეზღუდვის შესახებ.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.