„დინამო“ ზუგდიდი “გაყიდული თამაშების” საქმის გამოძიებას ითხოვს


  • დღეს, ზუგდიდის დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში “დინამო” ზუგდიდის პრეზიდენტმა ზაზა ჯანაშიამ და იურისტმა ჯიმშერ ტყებუჩავამ პრესკოფერენცია გამართეს. ისინი ითხოვენ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება გაყიდულ თამაშებზე, რაშიც კლუბს ადანაშაულებენ.

ჯიმშერ ტყებუჩავა: “მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციამ გააკეთა საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს და ზუგდიდის “დინამო” მონაწილეობდა გარიგებულ თამაშებში, პროკურატურა ვალდებული იყო აღეძრა საქმე. დღევანდელი პრესკონფერენციის ძირითადი მიზანი არის, რომ მივაწვდინოთ ხმა დაიწყონ გამოძიება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ იმ უფლებამოსილების და ძალაუფლების პირობებში საქართველოს პროკურატურა გაცილებით უფრო კვალიფიციურად გამოიკვლევს ამ საქმეს…”

კლუბის ხელმძღვანელი ზაზა ჯანაშია ამბობს, რომ ფეხბურთის ფედერაციამ გუნდის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ გუნდს თავის დაცვის შესაძლებლობა არ მისცა.

“გუნდმა და ქალაქმა მიიღო დიდი ზარალი, რადგან ზუგდიდში ერთადერთი რაც არის, ეს არის ფეხბურთი. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ წინ წავსულიყავით, გუნდი მეოთხე ადგილზე გვყავდა და ისეთი რაღაც მოხდა, ვერ გავიგე, რატომ და რის გამო დაგვჩაგრეს. ჩვენთან 60 ადამიანი მუშაობს, რომლებიც უხელფასოდ დატოვეს. ფედერაციას, არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ისე გადაწყვიტეს ყველაფერი, ორი სიტყვაც კი არ გვათქმევინეს. შეტანილი გვაქვს სარჩელი. გუნდი უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს და ყველაფერი უნდა აღდგეს. მეორე საკითხია ჩემი სახელის გატეხვა და ქალაქის შეურაცხყოფა“, – განაცხადა ზაზა ჯანაშიამ.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან მოხსნეს და დაბალ ლიგაში დააქვეითეს, ორივე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს კი სხვადასხვა ვადით თამაში აუკრძალეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!