- ბრალდებები იმის შესახებ, რომ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას, მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთი დგას, აბსურდია, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ერთ რამეს გეტყვით, თავიდანვე არსებობდა ბრალდებები, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ინციდენტში ჩართული იყო. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ამ სახის ბრალდებები აბსურდი და სიცრუეა,”- განაცხადა პესკოვმა.