- დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
უწყების ცნობით, ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.
“ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ინდივიდუალურად იმსჯელა.
მიმდინარე წელს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. ამ დრომდე, სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახლი უკვე 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.”-ნათქვამია ინფორმაციაში.
იხილეთ ეკომიგრანტი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის.
