დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში დასუფთავების აქცია გაიმართა


  • 22 აპრილს, ყოველწლიურად აღინიშნება ღონისძიება “დედამიწის დღე”. ამ დღესთან დკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია ჩატარდა.

დასუფთავდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სივრცეები და მასობრივი თავშეყრის ადგილები, ტრასები, ქუჩები, სკვერები, ბაღები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები და შავი ზღვის ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ადმინისტრაციის მიერ დასუფთავდა ბარამიას ქუჩაზე მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კორპუსების შიდა და მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ზემოთ აღნიშნული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარე კერძო პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!