14 აპრილს დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის პირველებმა, იაკობ გოგებაშვილის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა, რომლებმაც დედა ენის დღეზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ეს დღე მათთვის ძვირფასია.
გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ქართულ ენას პატივი უნდა ვცეთ, გვიყვარდეს და ვაფასებდეთ. აუცილებელია, ვიმეტყველოთ სწორი ქართულით.