- ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, დირექტორმა ლილი ბერაიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ მუზეუმი ვიზიტორებისთვის, 1-ელ ივლისს გაიხსნება.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება 17 ივნისს მიიღო. სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.