გიორგი გაბუნია: სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა


  • „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, მან დღეს სახელმწიფოს მხრიდან დაცვის შეთავაზება მიიღო. 

„სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა. ისიც კი მითხრეს, თუ გინდა სახე, სახელი და გვარი შეიცვალეო, არ ვიცი, უნდა გადავწყვიტო რა დამჭირდება. უნდა მოვილაპარაკო ადვოკატთან. მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს და უნდა შევაფასოთ საფრთხეები რამდენად არსებობს. გაუთქმელობის პირობაზე ხელი არ მომიწერია და შემიძლია თავისუფლად საუბარი.

ვიცი და ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია შეიძლება მოუნდეს, ეს შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ რუსეთიდან, რუსეთი ნიშნავს პუტინს და რამზან კადიროვის გავლით თუ მოხდება ეს. რამზან კადიროვის მიღმა რა ხდება, არ ვიცი. ჩვენ ვიცით, რომ რამზან კადიროვი ამას პირადად არ აკეთებს. თუ ვინმეს დაუკვეთავს მკვლელობას, რა თქმა უნდა, ამას რაღაც დაჯგუფება აკეთებს,“- განაცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებთან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!