გურგენ სართანიამ ბრიფინგი გამართა


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ და „პატრიოტთა ალიანსის’’ წევრმა გურგენ სართანიამ, ბრიფინგი გამართა. მან მის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა სამეგრელოს მედია ორგანიზაციის smo.ge- ს რედაქტორი მალხაზ ბასილაია.

მისი განმარტებით, ბასილაიას მფარველობს გუბერნატორი ლევან შონია და მისი ღირსების შემლახავ მასალებს აქვეყნებინებს.

გარდა ამისა, სხვა არაერთ თემასთან ერთად, გურგენ სართანიამ ისაუბრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში არსებულ ნეპოტიზმზე, იმ ცრუ ბრალდებებზე, რომელიც სოციალურ ქსელებში გაჟღერდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ მის მიმართ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=P49k_wq7Xgo[/embedyt]

გურგენ სართანიას ბრალდებებს უპასუხა სამეგრელოს მედია ორგანიზაციის რედაქტორმა მალხაზ ბასილაიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=UoeO35w23uI[/embedyt]

გურგენ სართანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მერი შენგელაიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=tRNl2D6dogY[/embedyt]

გურგენ სართანიას მიერ გუბერნატორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს გუბერნიის პრესსამსახური პაატა ლაგვილავა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!