სასამართლო სამსახურიდან გათავისუფლებულთა საქმეს განიხილავს


ზუგდიდის სასამართლომ დაიწყო გამგეობიდან გათავისუფლებული  სოფლის რწმუნებულების ვახტანგ კუტალიას, მიხეილ ქვარაიას,  ფრიდონ ბულიას, ალიოშა ალანიას, თენგიზ ჯიჭონაიას, ემზარ გულორდავას, გოჩა შენგელიას  დაკითხვა. დღეიდან გაერთიანებულად განიხილება სოფლებში გამგებლის ყოფილი შვიდი წარმომადგენლის და შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის ემზარ კვარაცხელიას საქმე.  ისინი თავს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულებად მიიჩნევენ, მოითოვენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. აბასთუმნის ყოფილმა რწმუნებულმა ვახტანგ კუტალიამ თქვა, რომ მისი სამსახურიდან განთავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=8J-q893jq9w[/embedyt]

მოსარჩელეთა ინტერესებს საიას იურისტები მირზა მამულაძე და ჯემალ ჭკადუა იცავენ. მოპასუხე მხარეა კომისიის იურისტი ასმათ ბერაია და გამგეობის იურისტი ნათია ჩიტაია. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=gOar7kEYkVM[/embedyt]

სასამართლოს მომავალი სხდომა 27 მარტს ჩაინიშნა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!