გავრცელებული ინფორმაციით „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“ ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს რესურსცენტრის ყოფილ უფროსს გონერი პაპავას. zugdidelebi-ge ბატონ გონერისთან გადაამოწმა ეს ინფორმაცია, რაც მან დაადასტურა: “დიახ, თქვენი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.მალე იგეგმება ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ჩამოსვლა ზუგდიდში და მოხდება ჩემი კანდიდატურის ოფიციალურად წარდგინება.“ გონერი პაპავა ნინო ბურჯანაძის ზუგდიდში ჩამოსვლამდე დამოუკიდებლად გეგმავს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას.