გოგიტა ჩიტაიას საჩუქარი დადიანების მუზეუმს


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურულ მუზეუმს ესტუმრა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი სპეციალისტი, ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია, რომელმაც მუზეუმის ხელნაწერთა ფონდს საჩუქრად გადასცა მე-19 – მე-20 საუკუნეებით დათარიღებული ხუთი დოკუმენტი, გაცემული ხეთის ლარჩვის მთავარანგელოზისა და სოხუმის ალექსანდრე ნეველის ეკლესიიდან (ნათლობისა და დაბადების მოწმობები).

ასევე, გოგიტა ჩიტაიამ მუუზეუმს საჩუქრად გადასცა რაფიელ ერისთავის, ზუგდიდში მოღვაწეობის ამსახველი მასალები, გამოქვეყნებული რუსულ პრესაში (დოკუმენტების ციფრული ასლები), დავით დადიანის სახელობის სამკითხველო დარბაზს კი ორი წიგნი, რომელშიც ხობისა და ყულევის არქეოლოგიური გათხრების ამსახველი მასალებია წარმოდგენილი – არტეფაქტებითა და საინტერესო აღმოჩენებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!