- გიორგი კალანდია, წარმოშობით ზუგდიდელი, საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი, კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღირსების ორდენი გადაეცა.
“მადლობა უპირველეს ყოვლისა საქართველოს და მის ძვირფას ხალხს! მადლობა ხელოვნების სასახლის ბრწყინვალე გუნდს, ეს მათი ჯილდოა! მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს კულტურის მინისტრს ჩემი მოკრძალებული საქმიანობის ასეთი დაფასებისათვის! ეს ჯილდო ავანსია, მაქსიმალურად ვეცდები გავამართლო.”-წერს გიორგი კალანდია “ფეისბუქში”.
ინფორმაციისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის, ასევე კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.



