21 ივლისს, თბილისი-ზუგდიდის რეისზე ისტორიკოსი გიორგი კალანდია გიდი იქნება


  • საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს:

“ძვირფასო მგზავრებო! 21 ივლისს, თბილისი-ზუგდიდის რეისზე, თქვენთან ერთად, ჩვენი გზამკვლევი გიორგი კალანდია იმგზავრებს და სამეგრელოში ახალი ადგილების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
ვეცდებით, მოგიყვეთ საინტერესო ამბები, სად მიყავხართ თბილისი-ზუგდიდის მატარებელს. ამ ფორმით საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის მხარდაჭერის პროექტში ჩაერთვება.
21 ივლისს, მატარებელში იქნება გადაღების პროცესი. ჩვენი გიდის მიერ მოთხრობილ ამბებზე – საინფორმაციო ვიდეორგოლს მოვამზადებთ. ბედნიერ და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ,”-ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 + 20 =

Akismet ანტისპამი