- გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკაშირებით, 2022 წლის 5 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , როგორც ქალაქში ასევე სასოფლო ტერიტორიულ ერთეულებში, ჩატარდა დასუფთავების აქცია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” -ს თანამშრომლებმა გარემოს დაცვის დღე მიულოცეს მოქალაქეებს და გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლების მიზნით დაურიგეს ფლაერები.
დასუფთავდა ზუგდიდის გულუას სახელობის პარკი, ქუჩები, სკვერები, ზუგდიდის მუზეუმის შიდა ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორიები,სასაფლაოები, ტრასები, შავი ზღვის, ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი, სოფლები: დარჩელი, ერგეტა, ცვანე, კიროვი და ორულუ.
“ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში, მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ, მერიის წარმომადგენელმა სოსო ლაგვილავამ და ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს თანამშრომლებმა.
ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ და ცენტრის დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ დასუფთავების აქციაში მონაწილე ცენტრის თანამშრომლებს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს საქმის ერთგულების, გაწეული მუშაობისა და გარემოზე ზრუნვისათვის.