შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრი გაიხსნა


  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

უწყების ცნობით, ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა  წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესებას, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას შეუწყობს ხელს ევროპულ სამეცნიერო სივრცეში.

ოფისის კოორდინატორები ქართველ მკვლევართა ჯგუფებს აქტიურ დახმარებას გაუწევენ კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში. აღნიშნული სივრცე ქართველ და აფხაზ მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლონ იმავე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრს, ის ქართველ და აფხაზ სტუდენტებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ბენეფიციართა 45%-ზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტია, შესაბამისად, სასწავლო გარემო მაქსიმალურად არის მორგებული დევნილ სტუდენტთა საჭიროებებზე და  მათთვის უნივერსიტეტი სხვადასხვა მხარდამჭერ აქტივობებს ახორციელებს.

Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!