გარდაიცვალა ფოტოჟურნალისტი არჩილ ყუფუნია


უფროსი თაობის ფოტოჟურნალისტთა პლეადას დააკლდა დამსახურებული პიროვნება–არჩილ ყუფუნია. მისმა ფოტოობიექტივმა არაერთი საინტერესო მოვლენა და ფაქტი გადააქცია ისტორიად და მატიანედ. ბუნებით საოცრად თბილს, არასდროს გასჭირვებია სახეებთან მუშაობა. ბატონი არჩილი, წლების განმავლობაში მოღვაწეობდა რეგიონულ მედიასთან. მასთან თანამშრომლობა საკმაოდ კომფორტული და პროდუქტიული იყო მუდამ.

ცხოვრებაში უხმაურო იყო და ასევე უხმაუროდ გადაინაცვლა ზეციურ საქართველოში. სასუფეველი დაგიმკვიდროთ უფალმა, ბატონო, არჩილ.

დაკრძალვა შაბათს, 29 სექტემბერს, გამოსვენება ი.ქ.კ. სპეციალისტების ქუჩა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!