მეოთხე საჯარო სკოლის მუშები კუთვნილ ხელფასებს დროზე მიიღებენ


გუშინ, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში, მუშებმა, სარეკონსტრუციო სამუშაოები შეაჩერეს. მიზეზი სახელფასო დავალიანება იყო. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს მუშები არ გაესაუბრნენ, გადაღების უფლება არ მისცეს და პრობლემაზე არ ისურვეს საუბარი. სამუშაოების მწარმოებელი გახლავთ ჩინური კომპანია შ.პ.ს “ვეენდჯეე”. დღეს, სკოლაში, სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახლდა. ადგილზე დაგხვდა პროექტის ხელმძღვანელი და კომპანიის დირექტორის მოადგილე მარიამ კვერნაძე. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მათ ობიექტზე პრობლემა არ ყოფილა. “სამი გუნდიდან, რომელიც ჩვენს ობიექზე მუშაობენ, ერთი ახდენდა შეფასებას სამუშაოების მოცულობის, მხოლოდ ამიტომ ისინი იყვნენ არასამუშაო მდგომარეობაში, ხდებოდა მათი ნამუშევრის დათვლა და გადანაწილება კონკრეტულ პიროვნებებზე. დღეს მე ვარ აქ, იმისთვის, რომ დადასტურდეს და ხელი მოეწეროს, იურიდიულად გაფორმდეს. დღეს, ისინი, ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. რეალურად ობიექტზე ჩვენთან პრობლემა არ არის. პირველი თვის ხელფასი ჩარიცხული აქვთ, ანაზღაურება სრულად გაცემული არის, სექტემბრის თვის ხელფასი აქვთ ასაღები, გუშინ მოხდა დათვლა, განაწილება და ჩვეულებრივად მიიღებენ თავიანთ ანაზღაურებას”.


მარიამ კვერნაძის ინფორმაციით, სკოლაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები სამი თვეა მიმდინარეობს და ობიექტი უნდა ჩაბარდეს დაწყებიდან ექვსი თვის თავზე. “ეს ობიექტი ბარდება მარტის თვეში”-გვითხრა მან.

სამუშაოთა მწარმოებელმა გალაქტიონ ძიძავამ განმარტა, რომ კომპანიას სახელფასო დავალიანება არ აქვს.” ფაქტიურად ახლა დავიწყეთ მუშაობა, სადემონატაჟო სამუშაოებს ვაწარმოებთ. გუშინ შეკრებილები ვიყავით, მაგრამ დღეს ჩვეულებრივად განახლდა სამუშაოები”.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!