ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ინიციატივით, დღეს, არტგალერეაში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ცაიშის, ერგეტის და ანაკლიაში აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრების ფოტო-მასალები. შეხვედრაზე არქეოლოგმა რეზო პაპუაშვილმა ვრცლად ისაუბრა კოლხეთის უძველეს ოქროზე და მის მნიშვნელობაზე. გამოფენა გასტანს სამ დღეს და ნებისმიერ ზუგდიდელს შეეძლება ფოტო-მასალების დათვალიერება. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ აღნიშნა, რომ: „მასალები, რომლებიც აქ არის გამოფენილი ინახება ჩვენი ქალაქის ისტორიულ – არქიტექტორულ მუზეუმში. გამოფენის მთავარი მიზანი გახლავთ, ხაზი გავუსვათ მუზეუმის როლს, კულტურული ტურიზმის განვითარების სფეროში.” შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საჯარო სამსახურებისა საზოგადოების წარმომადგენლები.