იანვარში, ზუგდიდის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლე თავიდან დაიბადება


ზუგდიდის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება. მშენებლებმა “ზუგდიდელები.გე”-ს უთხრეს, რომ ნაცვლად 2016 წლის მაისისა, ზუგდიდელ მოსწავლე – ახალგაზრდებს სრულად შეკეთებულ სასახლეს 2016 წლის იანვარშივე ჩააბარებენ.

” ტენდერი მოიგო კომპანია “თბილმა სახლმა”, რომელიც არის #1 კომპანია ელექტროგათბობისა ვენტილაციის მიმართულებით   საქართველოში, მისი ქვეკონტრაქტორი სამშენებლო ნაწილში გახლავთ კომპანია „ჯიემელი“. სარემონტო სამუშაოები კონტრაქტით უნდ ა დასრულდეს 2016 წლის მაისში, მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ რომ 2016 წლის იანვრის ბოლო რიცხვებში დავამთავროთ შენობის რეკონსტრუქცია. მშენებლობის თითქმის 80% შესრულებულია. სამღებრო სამუშაოები დასრულების ფაზაშია, გრანიტი დაგებულია, მხოლოდ დასატესტია ვენტილაცია. დღე – დღეზე ველოდებით ჩინეთიდან განათებისა და აუდიო სისტემის ჩამოტანას. უახლოეს დღეებში მივიღებთ  დარბაზის სკამებს. სარემონტო სამუშაოებში ძირითადად დასაქმებულნი არიან ადგილობრივები.  ჩვენი ფირმის ერთ-ეთი სამარკო ნიშანი გახლავთ ის, რომ  სადაც ჩავდივართ,  იქაური ხალხი უნდა დავასაქმოთ”. უთხრა zugdidelebi.ge-ს   “ჯიემელ”- ის შესყიდვების მენეჯერმა გიორგი გეგეშიძემ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!