- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” თანამშრომლების მიერ, საკურორტო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ზღვის ამონაყარისა და შერეული სახის ნარჩენებისაგან გაიწმინდა შავი ზღვის ანაკლია – განმუხურის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორიები.
“ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, სანაპირო ზოლზე, სტუმრებისა და ადგილობრივებისთვის სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში დასვენებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.
ინფორმაციისთვის: 24-25 ივნისს დასუთავდა ანაკლიის ტერიტორიაზე მდებარე ახალგაზრდული ბანაკის მიმდებარე სანაპირო ზოლი .