- 28 მარტს, გაიმართა ქაღალდისა და მუყაოს ნარჩენების სეპარირება- რეციკლირების საპილოტე პროექტის დაწყების პრეზენტაცია.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, მომავალში დაგეგმილია პლასტმასის ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ანალოგიური პროექტის დაწყება, რაც აგრეთვე დიდი ნაბიჯი იქნება გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩნდება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების დამატებითი წყარო.
უწყების ცნობით, ამ მიზნით უახლოეს პერიოდში დასუფთავების ცენტრი ელოდება სპეცნაგავმზიდებს, რეზერვშია 350 ერთეულზე მეტი 240 – იანი და 120 – ლიტრიანი ურნები. მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანია “პოლივიმთან” და ურთიერთმისაღები პირობებით შესაძლებელი იქნება პლასტმასის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დაწყება.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბარამია, კომპანიის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე ისაკაძე, კომპანიის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი კოორდინატორი თამარ ძიმისტარიშვილი, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილე დავით კუხალეიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა , ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” დირექტორი ნუგზარ მალაშხია, ცენტრის სპეციალისტები და თანამშრომლები, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონის მენეჯერი გელა ფარცვანია, მენეჯერის მოადგილე ალექსანდრე ბოკუჩავა.