- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ” ზუგდიდობა 2023″ -ის ფარგლებში, ჩატარდა საპატიო ზუგდიდელისა და ზუგდიდის საპატიო მოქალაქის მინიჭების საზეიმო ცერემონიალი.
“ზუგდიდის საპატიო მოქალაქის” წოდება გურამ გუნავასა და რევაზ პაპუაშვილს მიენიჭა. “საპატიო ზუგდიდელის” წოდება კი მიენიჭა გივი სოსელიას, პეტრე უბერსა და ნუგზარ მალაშხიას.
„ზუგდიდობა 2023″-ის სადღესასწაულო დღეების ფარგლებში, ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მათ შორის ზუგდიდის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, წიგნის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, რეწვის ოსტატთა გამოფენა- გაყიდვა, უფლისწულ ნიკოს ვახშმის სტილიზებული წარმოდგენა.