გაიმართა ონლაინსემინარი კორონავირუსის თემაზე


  • დღეს, პოექტის “თავდაცვა და უსაფრთხოება-ინფორმირებული არჩევანი” ფარგლებში,  ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის პროგრამის-access-ის მონაწილეებს ჩაუტარდათ სემინარი covid-19 ის თემატიკაზე.

სემინარს უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი ლიზი შამუგია. სემინარის ფარგლებში, წარიმართა საუბარი ვირუსის წარმოშობაზე, გავრცელებასა და პრევენციაზე. #დაიბანეხელები, #დარჩისახლში, რადგან თავდაცვა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია.

პროექტი ფინანსდება ზუგდიდის ამერიკული კუთხის პროექტის “თემის ელჩების” ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. პარტნიორები არიან: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება,ზუგდიდის ამერიკული კუთხე, საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი, ახალგაზრდული ინტერნეტტელევიზია zugdidi tv, საინფორმაციო პორტალი www.zugdidelebi.ge

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fifteen − seven =

Akismet ანტისპამი