ჩინური დუმილის სამი წუთი “წამებულთა” უკვდავსაყოფად


  • დღეს, ჩინეთი გლოვობდა კორონავირუსის გამოვლენის შედეგად დაზარალებულებს,-3.300-ზე მეტ ადამიანს. სამწუთიანმა დუმილმა ერი დაადუმა, თუ არ ჩავთვლით მატარებლების, მანქანების, გემების ერთობლივი საყვირის ხმას.

კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, ჰუბიის პროვინციაში, გასული წლის ბოლოს.

მას შემდეგ ვირუსი მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ერთ მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა და თითქმის 60 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

ქალაქებში ყველა შუქნიშანი 10:00 საათზე შეიცვალა, შეჩერდა მოძრაობა, სამი წუთის განმავლობაში შუქნიშნები წითლად ანათებდა.

ჩინეთის მთავრობამ თქვა, რომ ეს ღონისძიება “წამებულთა” ხსოვნის პატივისცემის ნიშნად მოეწყო. წამებულთა შორისაა 14 სამედიცინო მუშაკი, რომლებიც დაიღუპნენ ვირუსით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!