გაიმართა მეგრული ენის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა


დღეს, ზუგდიდის არტგალერეაში, მეგრული ენის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა, რომელიც მეგრული სიმღერით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია, მან საზოგადოებას მეგრულ ენაზე მიმართა და ისაუბრა მეგრული ენის მნიშვნელობაზე.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=iPn8Zr2WgcE[/embedyt]ზურაბ კვარაცხელიას თქმით, მეგრული ენა გაქრობის საშიშროების ზღვარზე დგას.“მეგრული ენის დღეც იმიტომ დავაწესეთ, რომ რაღაცნაირად მოგვეხდინა ამ პრობლემატიკის აქტუალიზება. რამენაირად საზოგადოებამ, ხელისუფლებამ გაითავისოს, გაიაზროს, რომ არსებობს ეს პრობლემა და მიიღოს რაღაც ზომები“. ზურაბ კვარაცხელია საჭიროდ მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც იმუშავებს ამ პრობლემაზე. „კომისიამ უნდა ჩამოაყალიბოს პროგრამა და იმ პროგრამაში უნდა ჩაიდოს მთელი ნუსხა ჩასატარებელი ღონისძიებების, რომელიც უზრუნველყოფს, შეუქცევადს გახდის ამ ენის გადარჩენის პროცესს. ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ერთხელ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=5K3dYxIB958[/embedyt]

დღევანდელ ღონისძიებაზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “თითოეული დიალექტი, რომლითაც არსებობს ქართული ენა, წარმოშობს იმ ძირძველ მხარეებს როგორიც არის: სვანეთი, ლაზური და ჭანური. ამ ყველაფერზე დგას ქართული ენა და მისი განვითარების ეტაპები არის აუცილებელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.”  მისი განმარტებით, სანამ სამეგრელო იქნება და მეგრელი კაცი იარსებებს, მეგრული ენა და მეგრული ნანა არ გაქრება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Ryo-zseIW_4[/embedyt]

ღონისძიებაზე იმყოფებოდა ახალგაზრდა პოეტი, შოთა წურწუმია, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასურველია, ოჯახებში, მშობლებმა ბაღის ასაკამდე ასწავლონ შვილებს მეგრული ენა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=VwTxWObJ4m4[/embedyt]

დღევანდელ შეხვედრაზე წაიკითხეს ლექსები მეგრულ ენაზე და ასევე, მეგრულ ენაზე შეასრულეს სიმღერები.

მეგრული ენის დღე ზუგდიდში 2013 წლიდან აღინიშნება.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!