- დღეს, ზუგდიდის მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში გაიმართა პოეტ ლამზირა ფირცხელავას პოეზიის საღამო -“თქვენ თუ გინდათ, გავჩუმდები, ლექსი ილაპარაკებს”.
პოეტის შემოქმედებაზე, ემიგრაციაზე ყოფნაზე და ეროვნულ მოძრაობაში ყოფნის წლებზე, პოეტის მეგობრებმა ისაუბრეს.
ღონისძიებაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს პოეტის შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი.
ლამზირა ფირცხელავამ მოწვეულ სტუმრებს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.