გაეროს განიარაღების კონფერენციაზე სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს


  • ჟენევაში გაეროს განიარაღების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

ფრანგული დელეგაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ტოვებს ათობით დიპლომატი დარბაზს მაშინ, როდესაც ლავროვის სიტყვით გამოსვლა იწყება.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას ლავროვმა აღნიშნა, რომ ის სხდომას პიროვნულად ვერ ესწრება „იმ აღმაშფოთებელი ზომების გამო“, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სახით აამოქმედა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!