- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ვარდების კოლექცია კიდევ უფრო გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა. ბაღის ორ სხვადასხვა ლოკაციას ახალი ნერგები შეემატა.
I სექტორი (N40 თარგი): დაირგო 43 ერთეული შტამბიანი ვარდი. მათი გამორჩეული ფორმა და სიმაღლე სივრცეს განსაკუთრებულ ესთეტიკასა და ელეგანტურობას შესძენს.
II სექტორი (N14 თარგი): ტერიტორიაზე სრულიად ახალი ვარდნარი მოეწყო, სადაც 77 სხვადასხვა ფერისა და სახეობის ვარდი დაირგო.
ჯამში, ბაღს 120-ზე მეტი ახალი ნერგი შეემატა.
