- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეს „ისტორიული ბაღების ევროპულ დღეს“ აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით, გაიმართა ღონისძიება, რომელიც მოიცავდა ქოთნის ყვავილების გამოფენა-გაყიდვას, ჰერბარიუმებისა და მადლენა იზორიას ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ვარდების ახალი ჯიშების დარგვის ცერემონია.
დღესვე გამოვლინდება და დაჯილდოვდება ფოტოკონკურსის „აღმოაჩინე გაზაფხული შენი ობიექტივით“ გამარჯვებული.
