ბიბლიოთეკის პროექტირებაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა


უწყების ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარება, რომელთა შორისაა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის  ახალგაზრდული ცენტრისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის  მშენებლობა.

ამ დროისთვის ზუგდიდში არ არსებობს საკმარისი ახალგაზრდული სივრცე, რომელიც მისცემს ახალგაზრდებს საშუალებას წარმოადგინონ თავიანთი იდეები, დანერგონ სიახლეები, იმუშაონ თანამედროვე სტანდარტებით და იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში ჯანსაღი ცხოვრების წესით. სწორედ ასეთი სივრცის შექმნის მიზნით, იგეგმება ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა, სადაც ერთ სივრცეში მოსახლეობას მიეცემა საშუალება ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკით და მრავალფუნქციური სივრცეებით.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის, კაფე და ვერანდა, რომელსაც ხედი ექნება დადიანების სასახლეზე.

მუნიციპალური განვითარების ფონდს ზუგდიდში გარდა ბიბლიოთეკის მშენებლობისა დაგეგმილი აქვს  ეკატერინე დადიანის სასახლის რეაბილიტაცია და სპორტ-კომპლექსის მშენებლობა. ასევე, ფონდი უკვე ახორციელებს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!