საცხოვრებელ სახლს 241 მოქალაქე ითხოვს


  • მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება 1 აპრილს დაიწყო და 25 აპრილს დასრულდა. ბენეფიციარებს უნდა წარმოედგინათ: განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები, ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობის ასლები, სპეციალური სტატუსისა და კატეგორიის დამადასტურებელი მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრების შესახებ, ცნობა საჯარო რეესტრიდან მიწის ნაკვეთის გარდა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა თამარ ზარქუამ გვითხრა, რომ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მსურველთა 241 განცხადება არის შემოსული. “140 განცახდება არის მშენებლობაზე შემოსული, 101 განცახდება “თბილი ოთახის” თხოვნით. კომისია ადგილზე არ გასულა. ჯერ უნდა შეიკრიბოს კომისია, შემდეგ დაიყოფა ჯგუფებად და მოხდება განმცხადებელი ოჯახების  შემოწმება და მათი მდგომარეობის ადგილზე შესწავლა, რაც ალბათ, მაისის ბოლოს დაიწყება.”

პროექტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 91 სახლი და 30 “თბილი ოთახი” აშენდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!