ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წარედგინა


  • ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი ორი მუხლით წარედგინა – 108-ე, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.

მედიის ინფორმაციით, ადვოკატის განმარტებით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

შემთხვევა 16 იანვარს მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ერთ-ერთ ოთახში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი მამაკაცი,  ბინაში მარტო ცხოვრობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × one =

Akismet ანტისპამი