არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალგაზრდთა პედაგოგთა კავშირი“ პროექტის „ბავშვთა უფლებების კონვენცია ანიმაციაში“ ფარგლებში, კინოთეატრ „ატრიუმში“ სკოლის მოსწავლეებისთვის გამართა 14 ანიმაციური ფილმის ჩვენება, რომელიც ეხებოდა ბავშვთა კონვენციის კონკრეტულ მუხლებს,
ფილმები აგებული იყო რეალურ ისტორიებზე. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის მენეჯერმა ნონა სატრაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „საინტერესო ამ პროცესში ის გახლავთ, რომ თავად ბავშვები არიან სცენარის ავტორები. მათ შეიმუშავეს ლიტერატურული და რეჟისორული სცენარები. პერსონაჟების შექმნაში მიიღეს მონაწილეობა და შემდეგ ანიმაციის განვითარების ფონდთან ერთად, შეიქნმა არაჩვეულებრივი ფილმები. სამომავლოდ, იგეგმება, ბავშვთა უფლებები ანიმაციაში, როიგორც დამხმარე მასალა კონვენციის სწავლების პროცესში შევიდეს საჯარო სკოლებში და ამ მხრივ, საინტერესოა, რეგიონებში ახალგაზრდების, პედაგოგების, საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება რამდენად საინტერესო მეთოდია ის, რომ ანიმაციის საშუალებით ასწავლონ სკოლაში ბავშვთა უფლებათა კონვენცია, როგორც დოკუმენტი, სამწუხარო რეალობა გახლავთ ის, რომ ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ ნაკლებად იციან თავად ბავშვებმა“
სკოლის მოსწავლის კოჩა ჩანგელიას თქმით, ბავშვთა უფლებების კონვენცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვებს სრულყოფილად მიეწოდოს ინფორმაცია, მათი უფლებების შესახებ: “დღევანდელი შეხვედრა საინტერესო გამოდგა და მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ანიმაციური ფილმების ჩვენება უნდა გაიმართოს სკოლებში და სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში“
ფილმის ჩვენების ბოლოს დისკუსია გაიმართა სკოლის მოსწავლეებსა და ორგანიზატორებს შორის. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღეს პასუხები.