კანონით აკრძალულია, მაგრამ…


დღეს, დილით გარემოვაჭრეებთან იმყოფებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც გარემოვაჭრეებს სთხოვეს გაეთავისუფლებინათ სავალი ნაწილი, გადმოსულიყვნენ ტროტუარის ნახევარ ნაწილზე და იქ ემუშავათ სექტემბრამდე, სასკოლო სეზონმამდე.

მოვაჭრე შორენა ცხაკაია ამბობს, რომ აღნიშნულ ადგილზე 80 ქალბატონი  მუშაობს, ვიწროდ არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებენ მუშაობას ლუკმა-პურისთვის. „ გვითხრეს ბოძს იქით იმუშავეთო, ხელს არ შეგიშლითო და ჩვენც დავთანხმდით“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=WZNoEogwN4o[/embedyt]

მოვაჭრე ნიკოლოზ კალანდია ამბობს, რომ მათთან იმყოფებოდნენ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც დართეს ნება ემუშავათ სექტემბრამდე. ის ამბობს, რომ  „სავაჭრო ადგილები შეამცირეს,  ფართი პატარაა, მაგრამ გარკვეულ დათმობაზე ჩვენც წავედით“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=g0LdFo_or6s[/embedyt]

მარინა ფარულავას თქმით,“ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნით, ტერიტორიის ნახევარი ნაწილი გაათავისუფლეს და სასკოლო ვაჭრობის უფლება ნებადართულია“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=H5BmV6hM5RE[/embedyt]

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღუბელაძე კი განმარტავს -“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს გარე ვაჭრობას, ქალაქ ზუგდიდის მერია ამგვარ ნებართვას არ გასცემს. ცალსახად ვაცხადებთ, რომ გარე ვაჭრობა კანონით აკრძალულია და ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს. ზედამხედველობის სამსახური ეტაპობრივად ახორციელებს გარე ვაჭრობის აკრძალვას, რისი დასტურიცაა ის, რომ ამ დღეებში, შპს “ცენტრალური სუპერმარკეტის” მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში გარე ვაჭრობა აღკვეთილ იქნა. აღნშნული პერიოდულად, მოვაჭრეების ინტერესების გათვალისწინებითა და კანონის დაცვით მოხდება.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!