ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ გამომცემლობა პალიტრა „L“-ის პროექტის-„ახალი სიცოცხლე ძველ წიგნებს“ ფარგლებში ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ მიიღო 166 წიგნი. მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული ილუსტრირებული მხატვრული ლიტერატურა დამუშავების პროცესშია, მალე დაამშვენებს ჩვენი ბიბლიოთეკის თაროებს და დაგელოდებათ თქვენ!