- 14 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი გაიხსნა.
საბავშვო ბაღების ნორჩ აღსაზრდელებს ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ, განსაკუთრებული სითბოთი მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.
ხათუნა თოლორაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სსდმ ცენტრის დირექტორი: “სიხარულით, ემოციებით სავსე დღეა! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებებს, მხიარულ და ნათელ დღეებს გისურვებთ!”
