- დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, სამოქალაქო აქტივისტებმა, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, აქცია გამართეს “გადავარჩინოთ შემდეგი ლუკა”.
აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პალაკატები: “სისტემა ისევ კლავს”, “სისტემა უნდა დაინგრეს”, “ჩვენ გვახსოვს დემურ სტურუა”, “ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის” , “არ დანებდე”, “ამ ცხოვრების დედაც კი არა, გაიღიმე და იცოცხლე”! ,,ახალგაზრდები სისტემის წინააღმდეგ”.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს, ზუგდიდის პოლიციის სამართველოსკენ და საპროტესტეო აქცია იქ გააგრძელეს.
სამოქალაქო აქტივისტმა დათა აქუბარდიამ ჟურნალისსტებთან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები მოითხოვენ არასრულწლოვანი მოზარდის გარდაცვალების საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.
” ჩვენ ვაპროტესტებთ ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანას. გვახოვს დემურ სტურუა, რომელიც ზეწოლის შედეგად, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ჩვენ არ გვინდა განმეორდეს შემდეგი ფაქტი. ახალგაზრდები განიცდიდნენ ზეწოლას. მთლიანად, სისტემა არის შესაცვლელი და ჩვენ გვინდა, რომ ეს სისტემა შეიცვალოს.”
სტუდენტმა, მირანდა ქარაიამ, სტუდენტების სახელით, მიუსამძიმრა გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახს. “მოვითხოვთ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება.”