ცვლილება გუნდის სახელწოდებაში


  • მომავალ საფეხბურთო ჩემპიონატზე, ეროვნულ ლიგა 2-ში, ზუგდიდის “ზუგდიდი”, ახალი სახელწოდებით იასპარეზებს და ახალ სეზონზე მას, “დინამო” ზუგდიდი ერქმევა.

“გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გუნდის ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით, ცვლილება რეესტრში გატარებულია. ზუგდიდური გუნდი, “დინამოს” სახელით საქართველოს ჩემპიონატსა და სსრკ-ს ჩემპიონატის მეორე ლიგის 9-ე ზონაში ათეული წლების წინ ასპარეზობდა (1974 წწ-1990 წწ-მდე). 1995-96 წწ-ში გუნდმა კვლავ დაიბრუნა “დინამოს” სახელი, თუმცა სახელწოდების ხშირი ცვლაც იყო, ხოლო 2000 წლებიდან გუნდი კვლავ ამავე სახელს მიუბრუნდა, მაგრამ მცირე პერიოდით და ამ ეტაპზე ზუგდიდური გუნდი ზედა ელიტაში აღარ ასპარეზობდა. 2019 წლის ბოლოს კი გუნდს, კვლავ “დინამო” ზუგდიდი ეწოდა და როგორც აღვნიშნეთ, მომავალი სეზონიდან ზუგდიდური კლუბი ამ სახელწოდებით იასპარეზებს. ცვლილება შეეხო მხოლოდ სახელს და უცვლელი რჩება გუნდის ლოგო (მცირე დაკორექტირებით)”.-ნათქვამია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!