- „ეიბისის“ ცნობით, აშშ-ში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა.
სტიქია ქარიშხალ „იდას“ მოჰყვა და აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთს დაატყდა თავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სტიქიის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებებია და მათ დაძლევას „ისტორიული ინვესტიციები“ დასჭირდება.