არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ცესკო-მ და შსს-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს


  • ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას ითვალისწინებს. მათ შორის კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის კოორდინირებულ გაცვლას, ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

მათივე ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი პირველად 2016 წელს მოაწერეს. მას შემდეგ მსგავსი დოკუმენტი ყველა საერთო არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება და აღნიშნულის საფუძველზე მხარეები არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივ ღონისძიებებსა და სასწავლო პროგრამებს ახორციელებენ. ​ცესკო-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა არჩევნების პროცესში უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!