- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა და დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5312-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3611-მდე გაიზარდა.
გუდაუთის საავადმყოფოში 74 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 17 პაციენტი, 19 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 29 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, სადაც სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 38 პაციენტია მოთავსებული. მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის კი საშუალო სიმძიმის. კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 68 შეადგინა.