აფხაზეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ბოლო 24 საათში 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3488-მდე გაიზარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 68 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 27 პაციენტი, 22 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 65 შეადგინა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two + fifteen =

Akismet ანტისპამი