- დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 240 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 108-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გუდაუთის საავადმყოფოში 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო სოხუმის ინფექციურში 65 წლის მამაკაცი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 610 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 47 523, ხოლო გარდაიცვალა 661 ადამიანი.