- დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 236 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 105-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუდაუთის საავადმყოფოში 2 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 274 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 46 467, ხოლო გარდაიცვალა 655 ადამიანი.